ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ლგბტ თემი და „სირცხვილია“,სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ“

„ლგბტ თემი და „სირცხვილია“,სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ“

  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რევანშისულ ძალებს ქვეყანაში არეულობა სურ, რომლის უკან ექსპრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი დგას.

„რა შეხება ჰქონდა ლგბტ თემს და მათ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად და სრულად იმართება საააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით.

რაც მოხდა, ბუნებრივია, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში. მე რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს – ევროპის შუაგულში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და არამხოლოდ – ყველგან. ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ძალადობრივი აგრესიული მანიფესტაცია-დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა. გვახსოვს აშშ-ში მომხდარი აგრესიული ძალადობრივი დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც მოხდა გადაწვა ავტომობილების, კერძო ქონების დაზიანება და ადამიანების დახოცვა პირდაპირ.

ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას ვუთხარით, რომ მათ შორის ჩვენ პარტიონი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოში, სადაც ხდება ძალადობა და კრიმინალი, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ გარანტიას ვიძლევი, ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი“, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...