ახალი ამბები
Home / აქცია / ლგბტ აქტივისტებასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია-მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია დააკავეს

ლგბტ აქტივისტებასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია-მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია დააკავეს

 

 

მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია დააკავეს.

როგორც ალექსანდრე ფალავანდიშვილის მამამ გურამ ფალავანდიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისმა შვილმა ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ალექსანდრე ფალავდიშვილი და მისი კიდევ ერთი თანამოაზრე პირი.

დაკავების ფაქტს სამართლდამცავებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა. სამართლდამცავებმა კონტრაქციის ორივე მონაწილე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანებით გაიყვნეს.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიბეებთან ლგბტ აქტივისტები დგანან, რომელთაც აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

ლგბტ აქტივისტებასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია. სამართალდამცავები მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com