ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია!

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია!

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია!

დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. აბსოლუტურ წონაში ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალიც მოიპოვა.

აკვრაში ლაშამ ჯერ 240 კილოგრამიანი შტანგა ასწია, შემდეგ 252, მესამე ცდაზე კი 257-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და რაც უკვე მსოფლიოს ახალი რეკორდი გახლდათ!

ლაშამ ატაცში 217 კგ ასწია და ორჭიდის ჯამშიც ოქრო მოიპოვა. 

სამწუხაროდ, ირაკლი თურმანიძემ ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და მას მხოლოდ ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი დარჩა.

ასე და ამგვარად, ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდებთან ერთად სამი ოქროს მედალი მოიგო: ატაცში, აკვრაში და ორჭიდში.

გილოცავთ!

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com