ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლაშა ტალახაძე ევროპის სამგზის ჩემპიონია, რომელმაც კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძე ევროპის სამგზის ჩემპიონია, რომელმაც კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

+109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა,რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა. ვერცხლი მედალი მოიპოვა ძალოსნობის ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედალი სომხეთის წარმომადგენელს რუბენ ალექსანიანს გადაეცა.ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 4 ოქროს, 6 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. ბუქარესტში ჩატარებულ ჩემპიონატზე მან ორივე დისციპლინა (ატაცი და აკვრა) მოიგო. ტალახაძემ ატაცში 210 კილოგრამი, აკვრაში კი 247 კილოგრამი დასძლია და საერთო ჯამში 457 კილოგრამი დააგროვა.

შვიდი წლის წინ ვიყავი რუმინეთში და გამარჯვება მოვიპოვე. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო ოცწლამდელებს შორის. იქედან დაიწყო ჩემი დიდი სპორტი. 2019 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, სადაც მონაწილეობას მივიღებ. ჩემს ყველა გულშემატკივარს უკეთეს შედეგს ვპირდები“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ გამარჯვების შემდეგ.

ატაცში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა. მან 192 კილოგრამი დაძლია.

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონი 2016 და 2017 წლებშიც გახდა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com