ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მან ტვ “იმედს” ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ დაუდასტურა.

წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა [უკვე] მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას, [რომელმაც] მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავეხმარო ახლადარჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – აღნიშნა ჟვანიამ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.

 ლაშა ჟვანია სააკაშვილის ხელისუფლების მაღალინოსანი იყო

2003 წლის ნოემბრიდან ლაშა ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მოადგილე იყო. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში. 2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის 10 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, საიდანაც 2009 წლის 21 აგვისტოს გაათავისუფლეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com