ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ლამის გასკდეს გული…სული ტირის, რომ ასეთი ცხოვრების ატანა უწევთ ქართველ დედებს, ქართველ ქალებს…“-ემიგრანტის წერილები

„ლამის გასკდეს გული…სული ტირის, რომ ასეთი ცხოვრების ატანა უწევთ ქართველ დედებს, ქართველ ქალებს…“-ემიგრანტის წერილები

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ემიგრანტი მქვია დღეს, რა მნიშვნელობა აქვს რის გამო ვარ აქ…. ვსწავლობ თუ ვმუშაობ ემიგრანტი ვარ მაინც…
დღეს ისე როგორც არასდროს ასე დამცირებულად თავი არ მიგრძვნია ჩემს ცხოვრებაში….
სამსახურს ვეძებ და ვეჭიდები ყველაფერს რითაც თავის შენახვას შევძლებ, ძნელია ევროპაში უმუშევრად ყოფნა,
აგერ უკვე ერთი თვეა უმუშევარი ვარ თუმცა ეგ იმდენი პრობლემა არ არის რამდენიც ‘შენდამი” ჩემიდამი ამათი დამოკიდებულება….
ლამის გასკდეს გული…
ოკლედ გეტყვით ჩემს ამბავს და დანარჩენი თქვენთვის მომინდია…
დღეს დამირეკა უცხო ქალბატონმა და მითხრა სამუშაოს შესახებ, კერძებ უთო, რაც არც თუ ისე სახარბიელო იყო მაგრამ უმუშევრობის ფონზე წავედი შეხვედრაზე, მივედი და სახლი დამხვდა ნაგავში პირდაპირი გაგებით, დასაწყისში 8 ევროს იხდიდა საათში, მერე 7 ევროზე ჩამოვიდა ცოტა ხანს რომ ვისაუბრეთ და ბოლოს 6 ევრო შემომთავაზა, თურმე მის სახლამდე 15 წუთი მჭირდება მისვლას და მეტი არაა საჭირო, თავიდან ასე მოგცემ მერე 7 ევროს გადაგიხდიო…
გავბრაზდი და უთქმელი ვუთხარი, ეხლა ჩემს თავზე მეშლება ნერვები მის დონემდე რომ დავეშვი…
ვუთხარი ჩემი უფლებები კარგად ვიცი, მითუმეტეს ხელფასებმა მოიმატა და ასე არ მაწყობსმეთქი… შენ საბუთი არ გაქვს და მეტს არავინ გადაგიხდისო…
ვუთხარი მაგას არა აქვს მნიშვნელობა ადვოკატთან ვიყავი და გავლილი მაქვს ეგ საკითხები, გარდა ამისა მეც ადვოკატი ვარ ვიცი ჩემი უფლებებიმეთქი… ასე ცივად ავდექი და წამოვედი…
ვიცოდი არ ვიცოდი ყველაფერი ვუთხარი, არ ვაპირებ მის ნაირებს თავი დავუხარო და თავზე გადავიტარო…
როგორ არ ვთქვა რომ ასეთი ნაბიჭვერ ხალხთან გვიწევს მუშაობა ემიგრანტებს, მაგრამ მინდა რომ გახსოვდეთ ჩვენ მონები არ ვართ,
საბუთით თუ უსაბუთოთ ჩვენ ჩვენი უფლებები გვაქვს და უნდა დავიცვათ,
არ დაუხაროთ თავი არავის,
არ მისცეთ უფლება რომ შეგიზღუდონ უფლებები და თავზე გადაგიარონ…
და, ისევ მე… სული ტირის რომ ასეთი ცხოვრების ატანა უწევთ ქართველ დედებს, ქართველ ქალებს…
ეს ამბავი ზღავში წვეთია, კიდევ ვინ იცის რისი გადატანა გვიწევს ან მოგვიწევს, უფალმა გაგაძლიეროთ 😥
ემიგრანტი….

Ana Maria-ს ფოტო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...