ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო

ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგონა მდინარეში ჩავარდა

 

ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე 
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა 
დინებამ წაიღო.

აღნიშნულის შესახებ “პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

„112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხში, „ნინოსხევის 
ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე 
იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა 
დინებამ წაიღო.შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ 
რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის 
სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც საძიებო 
სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ.ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების 
მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც 
ზედაპირული – სახმელეთო დათვალიერებით, ისე – წყალში.ხმელეთსა და წყალში საძიებო სამუშაოები გოგონას პოვნამდე 24-საათიან 
რეჟიმში გაგრძელდება”, – აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე 
მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com