ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ლაგოდეხში 16 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, ის 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხში 16 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა, ის 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.უწყების ცნობით, ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

„არაფერი შეგვინიშნავს, ბოლომდე აქტიური მოსწავლე იყო. სპორტის გაკვეთილებს ესწრებოდა, კალათბურთს და ფრენბურთს თამაშობდა, დერეფანში იყო გამოსული, მითხრა ცუდად ვარო. მერე გაკვეთილზე დაბრუნდა, თუმცა ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო. ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა. ორსულობას ვერც ვიფიქრებდით, საერთოდ არაფერი ეტყობოდა. კლინიკიდან სამშობიაროში გადაიყვანეს, მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო. ძალიან კარგი, აქტიური და მოწესრიგებული მოსწავლე იყო.იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა ხშირად არ გაუცდენია, თუ მას სურვილი ექნება, შესაძლებელია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იაროს. ამ ეტაპზე ველოდები გამოძიებას, რის შემდეგაც მშობლებს დავუკავშირდები“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

მარი მაისურაძე

 

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com