ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

კულტურის ყოფილი მინისტრი და ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუა სახლში დედამ იპოვა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“როგორც ვიცი, დედამ იპოვა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ნიკა გარდაცვლილი დახვდა”- ამბობს ოჯახის ახლობელი.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ის და ნიკა რურუა ერთად ვარჯიშობდნენ და ის ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებდა. გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახის წევრებიც ირწმუნებიან, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.

ნიკა რურუას საცხოვრებელ სახლთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი. ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები არიან კულტურის ყოფილი მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის ნათესავები, მეგობრები და თანამებრძოლები.

ისინი გარდაცვლილი ნიკა რურუას ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად და საკუთრი მწუხარების გამოსახატად მიდიან.

ამ დროისთვის პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, რათა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ნიკა რურუას მეგობრები და თანამებრძოლები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მის პატრიოტიზმსა და სამშობლოსადმი სიყვარულს.

„ნიკუშა დაგვაკლდება ყველას და დააკლდება საქართველოს, ასეთი მოყვარული თავისი სამშობლოსი, ზუსტად იცოდა, რომ მტერს მტერი ჰქვია, მოყვარეს მოყვარე, ზუსტად იცოდა, რა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ყოველდღიურად მასთან ურთიერთობა დიდი გაკვეთილი იყო,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობი სწევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ოჯახს საქართველოს პრეზი

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

„ახალი თაობა“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com