ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კორუმპირებული ხარ“-„სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები”- კახა კალაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება საკრებულოში

„კორუმპირებული ხარ“-„სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები”- კახა კალაძესა და ლევან ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება საკრებულოში

თბილისი მერიის  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატს ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერს  კახა კალაძეს  შორის შელაპარაკება მოხდა. ხაბეიშვილმა  კახა  კალაძეს საკრებულოს დერეფანში განუცხადა, რომ მასთან კითხვები ჰქონდა, მათი საუბარი  შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხაბეიშვილმა კალაძეს “კორუმპირებული” უწოდა, კალაძემ კი ასე მიმართა: “სულ ასეთი გაფარჩაკებული იქნები”.

 ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ  მას დედაქალაქის მერთან კითხვები ჰქონდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, თბილისის მერი კომფორტულ ავეჯს ყიდულობს და თავისთვის ოთახებს ირემონტებს.

“153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?” -მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს-„თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.

მეგი ნაფეტვარიძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com