ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კორონავირუსით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და მალე სახლში გაეწერება“

„კორონავირუსით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და მალე სახლში გაეწერება“

„კლინიკაში ამ ეტაპზე 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით.

ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი. მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ“-

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და ის სახლში გაეწერება.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...