ახალი ამბები
Home / კვირის სიახლეები / „კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

„კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

 

 

„ნდობის მოპოვება ერთ წუთში და ერთი ჩემი საუბრით აქ ვერ მოხდება. მე ამის ილუზია არ მაქვს, ნდობა გამოჩნდება, ჩემი აზრით და დარწმუნდებიან ჟურნალისტები, რომ არავინ მათ არ ეხება. ამას დრო სჭირდება. გაერკვევით, ნახავთ“ , – განაცხადა პაატა სალიამ.

მოპოვება ერთ წუთში და ერთი ჩემი საუბრით აქ ვერ მოხდება. მე ამის ილუზია არ მაქვს, – ამის შესახებ „რუსთვი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტები დარწმუნდებიან, რომ „მათ არავინ ეხება“.

 გარდა ამისაქიბარ ხალვაში  აცხადებს, რომ ნიკა გვარამიასთან ურთიერთობას არ აპირებს.  რაც სეეხება ახალ გენდირექტორ  პაატა სალიას, მისი განმარტებით, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არც თავად და არც ქიბარ ხალვაში..

„მე როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან არის ცალსახა. დანარჩენთან დაკავშირებითაც არის ცალსახა. ნიკა გვარამიასთან არ აპირებს ურთიერთობას, დანარჩენთან პრობლემა არ აქვს.“ – განაცხადა პაატა სალიამ.

გვარამია დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშის ხელში იქნება მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება.

„რაც შეეხება კონტრაქტს, ვიდავებ და რამდენიმე თვეში იქნება თუ წელიწადში, მოვიგებ 5 მილიონს, რომელსაც ახალ ტელევიზიაში ჩავდებ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.

 ნიკა გვარამია აცხადებს, რომ   აპირებს  სამართლებრივ დავას,  მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება შესაძლოა არა ხვალ, არამედ „ოდემე“ დადგეს.

„კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში“, – განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com