ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ

 

დღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას.

მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება. სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი! მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობით და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას და მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა!

ატომ არ იძიებენ საქმეს? ლოგიკურია, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ! მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, როგორც ბანქოს ამოწევას წყებიდან, წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა, ქართველი მოღალატეების და რუსული სპეცსამსახურების კვალი და როლი საქართველოს პირველი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის მკვლელობაში. სწორედ ამას ფარავს აფერისტი ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის პროკურატურა!

დღეს ჩვენს ოჯახს და მე ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლისა და სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი განვითარება, რასაც ვერ ვეღირსეთ სწორედ ამდენი წლის სიმახინჯის გამო. ვერ ვეღირსეთ იმიტომაც, რომ სამართალი აქ მმართველი კლასის მოღალატური პოლიტიკის მძევალია! მადლობა მათ, ვინც თავს შეიწუხებთ. თუმც ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებ და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ, რათა საკუთარ სინდისთან და ამ ქვეყნისთვის დაღუპულთა ღვაწლთან ვიყო მართალი!”-ცოდტნე გამსახურდია

ახლოვდება 31 დეკემბერი, როდესაც ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასდის და ამ საქმის გამოძიება როგორმე უნდა გაგრძელდეს. ორგანულ კანონში საჭიროა ცვლილების შეტანა ან კიდევ ერთი ვარიანტია, ვიღაცის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. სხვაგვარად ეს საქმე დაიხურება და ყველა მოტყუებული დარჩება.

2011 წელს პარლამენტში შექმნილმა კომისიამ დაასრულა ამ საქმის შესწავლა და დოკუმენტი დავდეთ, რომელიც საქართველოს პროკურატურას გადავეცით. სხვათა შორის, საქართველოში ხელისუფლებებმა გაწელეს ეს საქმე და დღევანდელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებით. აქამდე მოიყვანეს საქმე. ჩვენ მათ გადავეცით 48 კაციანი სია, რომელიც თან დავურთეთ 370- გვერდიან დოკუმენტს, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ურნალისტებთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ 31 დეკემბერს გადის ვადა აღნიშნულ საქმეს. მანამდე დარჩენილია ორი კვირა და ისინი მოითხოვენ პროკურატურისგან ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ ეს საქმე თავის დროზე შეისწავლა და ათეულობით პირი გამოიკვეთა, რომელთა დაკითხვასაც ისინი ითხოვდნენ, თუმცა ყველა მათგანი დღემდე დაკითხული არ არის

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას ითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროკურატურის მისაღებში მათ შიმშილობა დაიწყეს. მათთან ერთად იმყოფება მათი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com