ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვინ წავა დათმობაზე?-„კომპრომისი სიძლიერის ნიშანია“-კრისტიან დანიელსონი

ვინ წავა დათმობაზე?-„კომპრომისი სიძლიერის ნიშანია“-კრისტიან დანიელსონი

მოხდება თუ არა ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებში 29 მარტიდან ჩაერთვება.

„ ჩვენ გვაქვს ზოგიერთი იდეა, ვსაუბრობთ პარტიებთან და ვეხმარებით მათ წინ წასაწევად გზის გამონახვაში, მაგრამ პარტიებმა უნდა იპოვონ კომპრომისი, თუმცა ჩვენ მათ დასახმარებლად ვიმუშავებთ,ჩვენ გვაქვს იდეები, ვსაუბრობთ პარტიებთან და ვეხმარებით მათ წინ წასაწევი გზის პოვნაში,დღეს მთელი დღე იყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს.

დისტანციურად 7 ევროპელ პარლამენტარს შევხვდი იმისთვის, რომ მომავალ ნაბიჯებზე გვესაუბრა და განგვეხილა. ასევე შევხვდი დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელიც მე ვიცი, რომ თქვენც უკვე ნახეთ.“, –მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებას და ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდა.

„ბრიუსელში ყველა ინსტიტუციასთან მქონდა ურთიერთობა ვინც არის ჩართული, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას. ევროკავშირი ძალიან აქტიურად არის ჩართული, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირის არის, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, იყო საკითხების კარგი გაცნობა. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, ასევე კარგად იციან რის გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, როცა საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭირო გამბედაობა, არის საჭიროება კომპრომისის, კომპრომისი არ არის იმის ნიშანი რომ ვიღაც არ არის ძლიერი, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი,

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.

დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...