ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა, ის სავარაუდოდ, ღორის გრიპმა იმსხვერპლა

კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი, 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა, ის სავარაუდოდ, ღორის გრიპმა იმსხვერპლა

კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი,

გოგონას, სავარაუდოდ, ღორის გრიპი ჰქონდა.

22 წლის, სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში,ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, უცნობია, რა ტიპის ვირუსს ებრძოდნენ. ამის დადგენა კი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შედეგად მოხდება.

კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი სიკვდილს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ებრძოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ინფექციურ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში, აპარატზე იყო შეერთებული.

“წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუდენტი იყო და მორიგეობდა ხოლმე და, სავარაუდოდ, იქ შეეყარა ეს ვირუსი,”- აცხადებს ახლობელი, შორენა საღინაძე.

 

 

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com