ახალი ამბები
Home / Uncategorized / კოვიდსიტუაცია მძიმეა,მოეწყო საველე ჰოსპიტლები

კოვიდსიტუაცია მძიმეა,მოეწყო საველე ჰოსპიტლები

მოვიდსიტუაცია ქვეყანაში მძიმეა, საწოლფონდის კრიზისია,რის გამოც მიეწყო გარე სივრცეში ღია ჰისპიტალი,სადაც უკვე 9 პაციენტი იქნა განთავსებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი იმყოფება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტები საველე ჰოსპიტალში 2-3 დღე დარჩებიან, შემდეგ კი მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში მოხდება.

“გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადასამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება საველე ჰოსპიტალში და შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალური სექტორი ახლა არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება ამ ადგილის შევსება” , – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს და მათთვის და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ საველე ჰოსპიტალი მინიმალურად დაიტვირთება.

“კლინიკების ნაწილი დღესაც ემზადება იმისთვის, რომ დამატებით საწოლის მობილიზება გააკეთოს, ეს პარალელური პროცესია. რთულია ერთი გამყოფი ხაზის გავლება და ვთქვათ, რომ დამთავრდა ჰოსპიტალური სექტორის რესურსი, ამოიწურა და სრულად გადავედით საველე ჰოსპიტალზე. გუშინ დაგვიდგა ის მომენტი, როდესაც სწრაფი რეაგირება იყო აუცილებელი და პაციენტების ბინაზე დატოვების ნაცვლად მნიშვნელოვანი იყო მათ დასჭირდათ სამედიცინო ყურადღება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტლების კარები დაიკეტა და იქ პაციენტები ვეღარ შევლენ. დღესაც მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის დამატებით მობილიზება და ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება თუ მინიმალურად დაიტვირთება საველე ჰოსპიტალი” , – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„საველე ჰოსპიტალში პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქ არიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადით მკურნალობას, მაგრამ მათი მდგომარეობა კვლავაც სტაბილურია. ეს მოდელი მძიმე პაციენტების მართვას თავიდანვე არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, გუშინ 24 000-მდე აცრა შესრულდა, ეს ტემპი მაღალი არ არის. მე პირადად, რომ გითხრათ – ესაა ის ტემპი, რასაც ვისურვებდი, ნამდვილად ასე არაა. დახლოებით 35-40 000-მდე უნდა ტარდებოდეს. დღეს უკვე იუსტიციის სახლში გაიხსნა სერვისი, რომელიც მოქალაქეს ვაქცინაზე დარეგისტრირებაზე დაეხმარება”, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

„საველე ჰოსპიტალში მუშაობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი, ასევე ვინც წარსულში მუშაობდა კოვიდ სასტუმროებში. ეს პერსონალი გადმონაცვლდა საველე ჰოსპიტალში. საველე ჰოსპიტალში მართვის პრაქტიკა ძალიან მსგავსია კოვიდ კლინიკების მართვის პრაქტიკის. ამ ხალხს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...