„ყველა სასტუმროს ჰყავს საექიმო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს თითოეული იქ მყოფის რისკი, არსებობს ამის კითხვარი და ექიმებს ამის გამოცდილება აქვთ. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, გამოკვლევა უნდა ჩატარდეს და შესაბამისად, ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ“,- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა უნდა შეაფასოს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი და თუ საჭირო იქნება, D-დიმერის ანალიზი ჩატარდეს.
