ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კოვიდ -ვაქცინირებული 27 ადამიანი ცუდად გახდა

კოვიდ -ვაქცინირებული 27 ადამიანი ცუდად გახდა

საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა.

„გვერდითი მოვლენები და რეაქციები ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს რამდენიმე გვერდითი მოვლენა და რეაქცია. საქართველოში ვაქცინირებულებიდან ჯერჯერობით რეგისტრირებული გვაქვს ასეთი 27 შემთხვევა, მათგან 4 შემთხვევა იყო, როდესაც დასჭირდათ ინტენსიური თერაპია, 3 შემთხვევაში დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიება“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ამავე საკითხზე ისაუბრა ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციიდან 1-2 დღის განმავლობაში შესაძლოა დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება, კუნთების, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე და სხვ.

„ზოგადად, კოვიდ ვაქცინებზე გვერდითი მოვლენები უფრო ხშირია 1-2 დღის განმავლობაში, ვიდრე იმ კალენდარულ ვაქცინებზე, რასაც ბავშვთა ასაკში ვიყენებთ. ის სხვადასხვა ვაქცინაზე მერყეობს დაახლოებით 5%-დან 60%-ის ფარგლებში, რომელიც არის შედარებით მსუბუქი. მხედველობაში მაქვს ტემპერატურის მომატება 38 ნახევრამდე, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა მეტიც. შესაძლოა ასევე იყოს კუნთების, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ინექციის ადგილზე სიწითლე. უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდ ვაქცინაციის შემდგომი 2 დღის განმავლობაში შესაძლოა ეს დისკომფორტი იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იპნ.გე

Coronavirus Covid 19 infected blood sample in sample tube in hand of scientist doctor biohazard protection clothing in coronavirus covid 19 research laboratory, Coronavirus Covid-19 vaccine research

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...