ახალი ამბები
Home / 21 -ე საუკუნის თაობა / კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია

კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია

 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩვენების მიცემისას კობა დავითაშვილი შეუძლოდ გახდა. დავითაშვილმა მისი ცემის შესახებ საუბრისას  ემოციები ვერ დამალა, ჩვენების მიცემა დროებით შეწყვიტა.
 კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ მას ჯერ კიდევ  პოსტტრავმული სიმპტომები აქვს.
ფეხებში გრძნობა დაკარგული მაქვს. სავარაუდოდ, ეს ნერვიულობამ გამოიწვია. ასევე, ხერხემლის მალების ანთება მაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ობა დავითაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეტლით მიიყვანეს.

პს. არადა,  როგორი ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკაში ხომ მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ მაინც ადამიანური სახე არ უნდა დაკარგოს ადამიანმა,..

ბერიძის ქუჩაზე  ჰქონდათ ოფისი, პრესკონფერენციიდან მოვდიოდით ჟურნალისტები  გვერდით მანქანამ ჩაგვიარა,  საჭეშთან კობა დავითაშვილი იჯდა, გაგვიჩერა მეტრომდე ჩაგიყვანთო. ჩვენც დავსხედით. კობა დავითაშვილის გვერდით ერთი გალეული  ჩია კაცი იჯდა-ზურაბ ადეიშვილი, შემდეგ  იუსტიციის მინისტრი გახდა. 

აბა,  რა იცოდა  მაშინ კობა დავითაშილმა  თუ ასე დაუნდობელი აღმოჩნდებოდა ეს „პატარა“ კაცი და  მეგობარზე ხელს აღმართავდა? 

ეთერ ბალაძე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...