ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კობა დავითაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია

კობა დავითაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია

კობა დავითაშვილი 49 წლის იყო.2 კვირის წინ ის ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

ღეს ყოფილი დეპუტატი და პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ბევრი დაამწუხრა და აღნიშნა, რომ მის სიკვდილში წვლილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშილს მიუძღვის.

დავითაშვილს ე.წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში დაუდგინეს.

და­ვი­თა­შვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ დაავადება 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერის შემდეგ განუვითარდა, როდესაც მისივე თქმით, მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და­ესხნენ თავს.კობა დავითაშვილს 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს სცემეს და დააკავეს. .აქციის დაშლის დღეს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. სასტიკად ნაცემ დავითაშვილს მეორე დღეს ერთ-ერთ კლინიკაში მიაკვლიეს.

კობა დავითაშვილი „ხალხის პარტიის“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი იყო. 

კობა დავითაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გადის

პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნების” სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო 2013 წელს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და 2016 წლამდე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

2013 წელს დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მან ამომრჩეველთა ხმების 0,6%-ის მიღება შეძლო. მანამდე მან განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკიდან იმ შემთხვევაში წავიდოდა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 3%-ს ვერ მიიღებდა.

ბოლო პერიოდში დავითაშვილი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებოდა და ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდებოდა.  კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინდა, რომელიც დაავადების რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება. პოლიტიკოსი მის დაავადებას 2007 წლის ნოემბერში მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა.

კობა დავითაშვილის ჯანრთელობის მდგო­მა­რე­ო­ბა მიმდინარე წლის ივლისში დამ­ძიმ­და. მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დახმარება ითხოვა და ამბობდა, რომ ტანჯვით სიკვდილისთვის იყო განწირული.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის.

საქმე ისაა, რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ ,,რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი.

ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ), ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა, არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს. მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება, რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის, რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია.

ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?

ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს”, – წერდა კობა დავითაშვილი ივლისის თვეში.

და ბოლოს მკითხველმა არ იცის, რომ კობა დავითაშვილს 5 ბიჭი ჰყავს.

და ბოლოს მკითხველმა არ იცის, რომ ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია, მეორესი კი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. ნათელ-მირონი გაგიწყრა ე.წ. პრეზიდენტო სააკაშვილო, როგორ შეიწირე ალალამართალი, უდანაშაულო და ნამდვილი ადამიანი კობა დავითაშვილი, ნათელში იყოს მისი ტანჯული სული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...