ახალი ამბები
Home / Uncategorized / „კობახიძეს ვინმემ შემოულაწუნოს, მთელი საღამოა ველანდები იქ, სადაც არა ვარ!“-ირმა ინაშვილი

„კობახიძეს ვინმემ შემოულაწუნოს, მთელი საღამოა ველანდები იქ, სადაც არა ვარ!“-ირმა ინაშვილი

„კობახიძეს ვინმემ შემოულაწუნოს, მთელი საღამოა ველანდები იქ, სადაც არა ვარ! ახალი ზურა ადეიშვილი დაიბადა პარლამენტში, მისი სახით. იმან გაქცევა მოასწრო. საინტერესოა, ეს როგორ დაასრულებს კარიერას. მე კი ვხედავ წინასწარ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი და რა სწრაფად მოხდება, მაგრამ არ დავასწრებ მოვლენებს.

„ვეუბნები “ქართული ოცნების” ახალ ზურაბ ადეიშვილს, იგივე ირაკლი კობახიძეს: თავი დაანებე ჩემი დისკერდიტაციის მცდელობას და ჩემზე სრულიად არასწორი, არამართალი განცხადებების ტირაჟირებას.

სად დავდივარ და ვის ვხვდები, რომელ პროსპექტზე თუ უბანში ვიმყოფები გადასარევად იცის ყველამ, ვინც ეს უნდა იცოდეს, ვინაიდან საჯაროდ ვხვდები ყველას, ვისთანაც შეხვედრა მსურს, მჭირდება ან მას სჭირდება.

ეგ ენა ჯერ კიდევ მაშინ გქონდა მოსახევი, როცა ნაცებისგან გამიჯვნისკენ მომიწოდებდი. შენ, რომელმაც ყველაფერი გააკეთე ჩვენი რეზოლუციის დასაბლოკად და ჩასაგდებად!
ასეთი უცნაური, ურცხვი დრო თუ დადგებოდა ამ ბედკრულ ქვეყანაში, ამას როგორ ვიფიქრებდი. თურმე, ყველაფერი შეიძლება იკადროს ადამიანმა, ამისი მაგალითი ხარ შენ- ირაკლი, ზურაბ ადეიშვილო. დანარჩენს გეტყვი, როცა პირადად გნახავ.

მოკლედ, 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს 5 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. წეღან ჟურნალისტმა მკითხა, ამავე დღეს სხვა პარტიების აქციაა რუსთაველზე და შეერთება ხომ არ მოხდებაო.

არავითარი შეერთება არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი და ჩვენი მოქმედების გეგმა.

სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, თუ ამავე დღეს სხვებიც მართავდნენ აქციას. მე და ჩვენმა გუნდმა ის ვიცით, რასაც თავად ვგეგმავთ. ჩვენ 17 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე ვიდგებით. აქედან ვიწყებთ. ზუსტად ვიცი, რომ ბევრნი ვიქნებით, იმაზე გაცილებით ბევრი, ვიდრე კობახიძეს წარმოუდგენია.“-წერს სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, სპიკერი ირმა ინაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გაცვალეთ რომელიმე დაპატიმრებულ სეპარატისტში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გავისუფლეის გზას სთავაზობს. „გაცვალეთ რომელიმე დაპატ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com