ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კლავენ ხალხო, ეს ნაძირლები, ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?!“

„კლავენ ხალხო, ეს ნაძირლები, ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?!“

   დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით მისი ძმა სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. 
აცხადებს, რომ  თუ მის უდანაშაულო ძმას რამე დაემართება, ცხოვრებას ვერ გააგრძელებს.

„წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში. წინა კვირის აქციის საპასუხოდ ნიშნისმოგებით შემომითვალეს, რომ ოცდაათკაციანი აქციით ვერაფერს მივაღწევ. გუშინ ჩემი ძმა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. ექიმმა მითხრა ახალგაზრდა რომაა იმიტომ გადარჩაო, მაგრამ იგივე შეტევას მეორედ ვეღარ გადაიტანს ძალიან დასუსტებული ორგანიზმი აქვსო. კლავენ ხალხო ეს ნაძირლები. მესამე კვირაა კარავში ვცხოვრობ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მაგას რომ რამე მოუვიდეს ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ“, – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

ე.წ. ციანიდის საქმე – მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გვიან ღამით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დეკანოზს ინსულტი განუვითარდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com