ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით!“

„კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით!“

 

 გენპროკურორი შალვა თადუმაძე  დიპლომის ირგვლივ ატეხილ აურზაურს  პასუხობს:

„საზოგადოებაში ჩემს დიპლომთან დაკავშირებით კითხვები არასოდეს ყოფილა, – ამის შესახებ გენრალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს მის დიპლომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. გენერალური პროკურორის განმარტებით,ის არ მოითხოვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

“მე, არ მოვითხოვ ამ დოკუმენტს განათლების ცენტრიდან იმიტომ, რომ, ჩემს დიპლომს არ აქვს არანაირი სამართლებრივი პრობლემა.  მე სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტმა, იუსტიციის საბჭომ შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტი. თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ ყოფილა არასდროს ჩემს დიპლომთან დაკავშირებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წელიწადნახევარი ამ კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ და ისევ სვამენ ამ კითხვებს. შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ”, – განაცხადა თადუმაძემ.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com