ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კიდევ ბევრჯერ მოგვენატრება საბჭოთა მედიცინა

კიდევ ბევრჯერ მოგვენატრება საბჭოთა მედიცინა

“ნიუსფრონტი” გთავაზობთ აქტუალურ სტატისტიკას, თუ პროცენტულად რა მდგომარეობაა სიკვდილიანობის თვალსაზრისით – ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და დსთ-ის ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. სწორედ სიკვდილიანობის პარამეტრია განმსაზღვრელი სხვადასხვა დასკვნების, მათ შორის, პოლიტიკურის, გასაკეთებლად. https://ge.news-front.info/

მაშ ასე,

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 5 აპრილის დღის ბოლოს, 6 აპრილის მიჯნაზე  Covid19-ისადმი მიწერილი ლეტალობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის 5,46%, ევროპის წამყვანი ხუთი სახელმწიფოდან თითოეულ ცალკე აღებულში კი:

1. იტალია – 12,32%
2. დიდი ბრიტანეთი – 10,32%
3. ესპანეთი – 9,57%
4. საფრანგეთი – 8,70%
5. გერმანია – 1,58%

ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე დასავლეთ ევროპაში: სიკვდილიანობის პროცენტი არ აღემატება 1-ს. მხოლოდ დასავლეთის მიერ “გაგიჟებული” უკრაინა აფუჭებს სტატისტიკას, თუმცა უმნიშვნელოდ:

  1. უკრაინა: 1251 დაავადებულიდან 32 გარდაცვლილი = 2,56%;
  2. მოლდავეთი: 752//12 = 1,6%;
  3. აზერბაიჯანი: 512//5 = 0,98%;
  4. ბელარუსი: 440//4 = 0,91%;
  5. რუსეთი: 4731//43 = 0,91%;
  6. სომხეთი: 746//7 = 0,94%;
  7. უზბეკეთი: 298//2 = 0,67%;
  8. ყაზახეთი: 531//5 = 0,94%;
  9. ყირგიზეთი: 147//1 = 0,68%.

თურქმენეთსა და ტაჯიკეთში Covid19-ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც ვხედავთ, ევროკავშირის ქვეყნებთან უზარმაზარი სხვაობაა სიკვდილიანობის მაჩვენებლებით, დსთ-ის სასარგებლოდ. ისიც აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთს, რომლებიც უშუალოდ, ხმელეთით ესაზღვრებიან ჩინეთს, სადაც თავდაპირველად გავრცელდა კიდეც ვირუსი, კორონავირუს 19-ის ეპიდემიამ მხოლოდ მას შემდეგ შემოუტია, რაც ეს ვირუსი დასავლეთ ევროპაში გაჩნდა. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებმა არა მხოლოდ საკუთარ თავს ავნეს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების (საქართველოიანად) ინფიცირებაც მოახდინეს.

შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის მასშტაბური ეპიდემიის მიუხედავად (300 ათასი შემთხვევა და 8500 გარდაცვლილი, 5 აპრილის საღამოს მდგომარეობით), სიკვდილიანობა ზომიერ ფარგლებშია და 2,8%-ს უდრის, თუმცა ამ მაჩვენებლით, აშშ-ც ცუდად გამოიყურება დსთ-ის ქვეყნების ფონზე.

ს ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, საბჭოთა სამედიცინო სისტემის დანატოვარია – თავისი სავალდებულო აცრებით, დღემდე მომუშავე მაღალკვალიფიციური ექიმებით და მდიდარი სამედიცინო-ჰიგიენური ტრადიციებით. https://ge.news-front.info/

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...