ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება- ვის აირჩევს ის, ეკა ბესელიას თუ მამუკა ხაზარაძეს?

კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება- ვის აირჩევს ის, ეკა ბესელიას თუ მამუკა ხაზარაძეს?

ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოჩნდა, მას შეხვედრა ჰქონდა  დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან, თუმცა ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს პოლიტიკაში დაბრუნება.

„პოლიტიკაში წასვლას თავიდან გამოვრიცხავ, ბევრი მიზეზის გამო, ეკასთან მქონდა ჩვეულებრივ, მიმდინარე საკითხებზე საუბარი. ის ძალიან გულგატეხილია და მგონია, რომ არაუსაფუძვლოდ. მის წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია მიმდინარეობს და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას“- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

 გარდა ამისა, გიორგი  კვირიკაშვილმა მამუკა ხაზარაძის პოლიიკაში მოსვლაზეც გააკეთა კომენარი..

„მთელი ეს ისტორია, რომ რაღაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებას ვაპირებდი  მე და ხაზარაძე, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ნულოვანი საფუძვლის მქონე მოგონილი მითი კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომელთაგანაც ნაწილს ჰქონდა ანაკლიის პროექტის შეჩერების სურვილი, ნაწილს მტრობის სურვილი, ნაწილს პოლიტიკური სურვილები და მიზნები.სხვათა შორის, ერთხელ მქონდა საუბარი ამაზე ხაზარაძესთან, როდესაც აგორდა ეს ჭორები, მაშინ, წელიწადნახევრის წინ მან თქვა, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ჩართული და არანაირი განზრახვა, რომ პოლიტიკისკენ წასულიყო, არ ჰქონია. მეც ასე მგონია, რომ როცა ადამიანი ამხელა რაღაცაში ხარ, პოლიტიკაზე ალბათ არ უნდა იფიქრო. დღეს რაც ხდება, მე მგონია, რომ ის უბრალოდ, კედელთან მიაყენეს და იძულებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com