ახალი ამბები
Home / Uncategorized / “კენჭოშვილის გასროლის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, გარდაცვლილებს შორის იყო ზურაბ ზვიადაურის ძმაც. ამის შემდეგ, ნიკა კენჭოშვილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ზურაბ ზვიადაურმა”-სისხლიანი დაპირისპირება

“კენჭოშვილის გასროლის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, გარდაცვლილებს შორის იყო ზურაბ ზვიადაურის ძმაც. ამის შემდეგ, ნიკა კენჭოშვილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ზურაბ ზვიადაურმა”-სისხლიანი დაპირისპირება

დაპირისპირებული მუშები ტერიტორიაზე ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ძმები ზვიადაურები და მათი მეგობარი, ადგილზე მივიდნენ და მუშებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს – თვითმხილველები მკვლელობის შესახებ

https://trgde.adocean.pl/_[TIMESTAMP]/ad.html?id=XWP3GBMz1wWhAlDvKhvSpafZIgA4bl3Atalj_.Zwcsn.S7/nc=0/gdpr=0/gdpr_consent=/redir=

წინანდალში მომხდარი მკვლელობა და საქმის ახალი დეტალლები – არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. მუხიანის ტყეში ძმებ ზვიადაურებს, მათ მეგობარსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს შორის დაიწყო.

მუხიანის ტყე, ტყის ფონდიდან ცოტა ხნის წინ, იქ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების გამო ამოიღეს. სამშენებლო ობიექტის მიმართ ინტერესი ჰქონდათ, ძმებ ზვიადაურებსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს. ტერიტორიაზე დაპირისპირებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, ინფორმაციას თვითმხილველებიც ადასტურებენ.

ირკვევა, რომ ზვიადაურებთან დაპირისპირებული მუშები ტერიტორიაზე ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ძმები ზვიადაურები და მათი მეგობარი, ადგილზე მივიდნენ და მუშებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. სწორედ ამას მოყვა ადგილზე ჯერ ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება.

ცეცხლი თავდაპირველად მუშების მიმართულებით, ზვიადაურების მეგობარმა, ვასილ ცეცხლაშვილმა გახსნა, რასაც დაპირისპირებული მხარის, ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. კენჭოშვილის გასროლის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, გარდაცვლილებს შორის იყო ზურაბ ზვიადაურის ძმაც. ამის შემდეგ, ნიკა კენჭოშვილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ზურაბ ზვიადაურმა.

ადგილობრივების თქმით, სროლის ხმა ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა.

დაპირისპირების შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა დაჭრილ პირები მანქანაში თავად ჩასვა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...