ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კახი კავსაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

კახი კავსაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

85 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან.

კახი კავსაძის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:

• 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

• 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი

• 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო”

• 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.

• 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

• 2010: შოთა რუსთაველის პრმიუსბოაურეატი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...