ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კახა საბანაძეს მივმართავ, საჯაროდ დაასახელოს ის პირი, ვინც უკანონო ჩანაწერი გაავრცელა“-ეკა ბესელია

„კახა საბანაძეს მივმართავ, საჯაროდ დაასახელოს ის პირი, ვინც უკანონო ჩანაწერი გაავრცელა“-ეკა ბესელია

 

   პარლამენტარი  ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს სიცრუეში  იმ განცხადების გამო ადანაშაულებს, სადაც საბანაძემ განაცხადა, რომ  ეკა ბესელიასთან  დაკავშირებული უკანონო ჩანაწერების გამავრცელებელი  პირი იდენტიფიცირებულია.

ეკა ბესელია საბანაძეს მიმართავს, რომ თუკი მისი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ დაასახელოს ის პირი საჯაროდ, ვისზეც  ის საუბაობს,

„ეს არის ცრუ განცხადება, რომელიც მეორედ გაკეთდა, არავითარი პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და თუ ასეა, დაასახელოს მაშინ ბატონმა საბანაძემ. თუ ის გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, რომ თითქოს ის არის პირველწყარო, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს უკანონო ჩანაწერი ატვირთა 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც , 27 იანვრიდან უკვე გავრცელებული იყო ეს უკანონო ჩანაწერი. ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე. მივმართავ მას, გაასწოროს მისი მცდარი, შეცდომაში შემყვანი განცხადება, ან დაასახელოს, თუ ამ რამდენიმე დღეში მოხდა რაიმე, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საგანგებო განცხადება ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com