ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კახა კახიშვილი:„ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის“

კახა კახიშვილი:„ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის“

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე წარდგენილი კახა კახიშვილი საზოგადოებას ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. გთავაზობთ კახიშვილის facebook-პოსტს.

“ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის.
მადლობას ვუხდი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. 
მადლობა მინდა გადავუხადო, მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.
დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში. 
დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის“, – წერს კახა კახიშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com