ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კახა კალაძე: ღია კაფეები უნდა დაიხუროს

კახა კალაძე: ღია კაფეები უნდა დაიხუროს

“მინდა შევეხო მნიშვნელოვან საკითხს. ბოლო პერიოდში მედიით აქტიურად შუქდება ღია კაფე-ბარების თემა. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ფეხით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. მოვუწოდებ ზედამხედველობის სამსახურს, გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რომ მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია და წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ქალაქზე ვზრუნავთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის და წესრიგის ფარგლებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com