ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კახა კალაძე :„ ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“

კახა კალაძე :„ ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“

 თბილისის მერიაცხადებს, რომ  ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს:

„ადგილზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო, თუმცა ეს მოგვიანებით დადგინდება. რამდენიმე სართული არის დანგრეული, არიან დაშავებულები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ევაკუირებულ ადამიანებს, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ კორპუსს, ადამიანები, რომლებიც გამოყვანილები არიან საცხოვრებელი სახლებიდან, გადავიყვანთ სხვადასხვა მისამართებზე. ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს. ასევე ჩვენ შევამოწმებთ რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება. თუ რაიმე დამატებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მერია და გამგეობა ამას თავის თავზე აიღებს. ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კალაძემ.

 შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალაში,  ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com