თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა.” – პროფესორი ზურაბ ფაღავა.
„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
„ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თბილისის მერი საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე წერს.
