ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კახა კალაძე:„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება“

კახა კალაძე:„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება“

.კახა კალაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას.

ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში!

კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს“, – აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში, რომელსაც “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების ზრახვები უკვე საბოლოოდ გაცხადდა. ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებაშია ნათქვამი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com