ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კარვებს გურჯაანის  სასამართლოსთან  დავდგამთ „დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი?“-გრიგოლ ვაშაძე

„კარვებს გურჯაანის  სასამართლოსთან  დავდგამთ „დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი?“-გრიგოლ ვაშაძე

  დაკავებულ დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ, გრიგოლ ვაშაძე მის  გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს:

„დაველოდებით ბრალის წაყენებას. დღეს აქ უამრავი ხალხი მოვა, დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ. თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ. ყველაზე სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ქვეყანში არ არის, პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმია და ეს უკვე მრავალჯერ ვნახეთ.

„დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა  გიორგი ვაშაძემ  განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, თუ საჭირო გახდება, ისინი კირკიტაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც წაიღებენ.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კარვებს გურჯაანისან  სასამართლოსთან  დადგამენ თუ დავით კირკიტაძეს არ გაათავისუფლებენ.

გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ. ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით. კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინიეთ სად ვცხოვრობთ. ხომ არ ვამბობთ, რომ კანონმა არ უნდა იკანონოს, იკანონოს, მაგრამ თანაბრად მიუყენეთ ყველას. ამას გარდა, დაიმალებოდა კირკიტაძე? თუ ქვეყნიდან გაიქცეოდა? 3 წელი იარა სასამართლოში, ზუსტად ამდენს ივლის, თუ სამართალს და კანონს შეკითხვები აქვს მასთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com