ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კაპეზეთი“ ემუქრებოდნენ, იყო ყვირილი და მუქარა,რომ მე სასწავლებელში შემექმნებოდა პრობლემები,დედის თვალწინ ერთ-ერთი პოლიციელი ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა“-ბექა სირაძე (ვიდეო)

„კაპეზეთი“ ემუქრებოდნენ, იყო ყვირილი და მუქარა,რომ მე სასწავლებელში შემექმნებოდა პრობლემები,დედის თვალწინ ერთ-ერთი პოლიციელი ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა“-ბექა სირაძე (ვიდეო)

„თბილისში არ ვიმყოფებოდი ეს ამბავი რომ გავიგე, ჩემს ძმასაც ველაპარაკე და მითხრა, რომ ამაში ის არ იყო დამნაშავე. სკოლა ჩემს ოჯახს არ დაუკავშირდა, დედაჩემი და ჩემი ძმა პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. დაკითხვა თავიდან დედასთან ერთად დაიწყო, თავიდანვე აგრესიული ფონი იყო. მუქარა, შეურაცხყოფა.

ეუბნებოდნენ, რომ ჩანდა ის კამერებში. დედამ ითხოვა რომ ნახავდა ჩანაწერს და თუ ამოიცნობდა თავის შვილს, ზარალს აუნაზღაურებდა. უთხრეს, რომ ამის ჩვენების უფლება მათ არ ჰქონდათ. ამის შემდეგ იყო ყვირილი და მუქარა, რომ მე პრობლემებს შემიქმნიდნენ. დედას სახლში წასვლა მოუწია 15-20 წუთი პოლიციის თანამშრომელთან ერთად. ბოლოს, რომ ვერ უმტკიცებდნენ და თვითონაც არ აღიარებდა დაიძაბნენ. დედის თვალწინ ერთ-ერთი პოლიციელი ჩემს ძმას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. შემდეგ მესამე პიროვნებამ კაბინეტში შეიყვანა, საიდანაც ლუკა ატირებული გამოვიდა. უთხრეს, როცა საჭიროდ ჩათვლიდნენ მაშინ გამოიძახებდნენ სასწრაფო დახმარებას. ოთახიდან გამოსვლის შემდეგ აღიარება დაიწყო და დედას უთხრა, რომ კაბინეტში შესულს კაპეზეთი ემუქრებოდნენ. მეორე დღესაც გაგრძელდა გამოკითხვა, არ აღიარა და სახლში გაუშვეს. მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი. ის იყო პირველი, ვინც ემუქრებოდა, რომ მე სასწავლებელში შემექმნებოდა პრობლემები.“, – ამბობს ბექა სირაძე.

მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა იმ პირების დაკავება ვინ უშუალოდ იღებდა მონაწილეობას არ პროცესში.“

https://www.facebook.com/watch/?v=586003098865043

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com