ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “კანაფი გადაარჩენს საქართველოს”! “მზიური საქართველო” ( “Солнечная Грузия”), მარიხუანის საოცნებო მხარედ ტრანსფორმირდება, საარჩევნო დაპირებების შესრულებაც ასეთი უნდა! ქოცი უძახე შენ!:))))““-რომან გოცირიძე

“კანაფი გადაარჩენს საქართველოს”! “მზიური საქართველო” ( “Солнечная Грузия”), მარიხუანის საოცნებო მხარედ ტრანსფორმირდება, საარჩევნო დაპირებების შესრულებაც ასეთი უნდა! ქოცი უძახე შენ!:))))““-რომან გოცირიძე

 პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„მას შემდეგ, რაც პარტიამ სახელწოდებით “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, ჩაილურის წყალი დალია, ანუ დრო მოჭამა, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მისი გზის გაგრძელება და გამოვიდა მოწოდებით: “კანაფი გადაარჩენს საქართველოს”!
პარლამენტში მთავრობიდან შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც კანაფის სამინისტროს შექმნას ითვალისწინებს, ოღონდ შერცხვათ და ოფიციალურად სამინისტრო კი არა, სააგენტო უწოდეს.
ტროპიკულ ქვეყნებში თუ ბანანის რესპუბლიკები ყვავიან, პოსტსაბჭოეთში პირველ “კანაფის რესპუბლიკას” ეყრება საფუძველი. მზის და ვარდების მხარე – “მზიური საქართველო” ( “Солнечная Грузия”), მარიხუანის საოცნებო მხარედ ტრანსფორმირდება.
საარჩევნო დაპირებების შესრულებაც ასეთი უნდა!
ქოცი უძახე შენ!:))))“-წერს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სკანდალი-რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ “ომეგა ჯგუფს” მანქანებს მინისტრებისთვის -video)

როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com