ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კალაძე რაზე საუბრობს?. მის სიტყვას აქვს ნული ფასი“-ნიკა მელია

„კალაძე რაზე საუბრობს?. მის სიტყვას აქვს ნული ფასი“-ნიკა მელია

  ოპოზიციის მოთხოვნა ძალაში რჩება – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.:

„საერთოდ არის საქმის კურსში ბატონი კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური ადამიანი გვესაუბროს. მის სიტყვას აქვს ნული ფასი. არ ვაპირებ კალაძის გაკეთებულ კომენტარზე კომენტარი ვაკეთო. ადამიანი არ არის საერთოდ იმ პოზიციაში, რომ საზოგადოებისთვის დამაჯერებელი განცხადება გააკეთოს. რაც შეეხება ჩვენ მოთხოვნებს, კარგად იცით, რა არის ჩვენი მოთხოვნა – ახალი არჩევნები, ცესკოს დაკომპლექტება იმგვარად, რომ ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში და საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები. არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის, ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს საზოგადოებას უპირისპირდებოდა. ბატონი კალაძე აქციის დარბევის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს ერთვებოდა მილანიდან და აკრიტიკებდა მაშინდელ ოპოზიციას და საზოგადოებას, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. ახლა ეს ადამიანი არის რეჟიმის წარმომადგენელი და აკეთებს იგივეს, ოღონდ უკვე სხვა ამპლუით. ეს ბატონი არაფერს წარმოადგენს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...