ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი“-გიორგი გახარია

„კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი“-გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია ძველ მეგობარსა და თანამებრძოლ თ ბილისის მერს კახა კალაძეს ორი დღის წინ შეხვდა, ,ამ შეხვედრამ ბევრი მითქმა- მოთქმა გამოიწვია, თითქოსდა გიორგი გახარია კახა კალაძეს ფულს სთ ხოვდა და თუ თანხას მიიღებდა მერობის კანდიდატურას არ დააყენებდა-ეს ჭორი გიორგი გახარიამ უარყო.

– კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედიკალაძეს უთქვამს,

„ვერ გავიგე რა უნდოდაო, რისთვის მოვიდაო“, სამწუხაროდ, ეს ნათქვამი მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი,“ – .გახარიას თქმით, კალაძესთან შეხვედრით მას უნდოდა პატივი ეცა იმ წლებისთვის, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ და ეს მისთვის „ღირებულებების და ფასეულობების თემაა“.„მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად, მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის. ეს იყო და ეს, ამის იქით საერთოდ არაფერი არ ყოფილა.ჩემთვის ეს იყო უბრალოდ პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა.პრემიერობიდან რომ წავედი, კალაძე საქმის კურსში არ ჩამიყენებია და არც უნდა ჩამეყენებინა, თუმცა პრემიერობიდან რომ წავედი, სწორედ იგივე პრინციპით, იგივე ფასეულობით გავაკეთე ის ზარი, რომელიც გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთან. სწორედ იმიტომ, რომ არ მინდოდა მასაც ტელევიზორიდან გაეგო ჩემი გადადგომის შესახებ.ეს არის ფასეულობების თემა, პრინციპების თემა. ზოგიერთს ეს არ ესმის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

991 კომენტარიმომწონსკომენტარის დატოვებაგაზიარება

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...