ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „კავკასიური სახლის“ იდეა, რომელიც ოცნებად დარჩა“-ალა დუდაევას მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე (ვიდეო)

„კავკასიური სახლის“ იდეა, რომელიც ოცნებად დარჩა“-ალა დუდაევას მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე (ვიდეო)

ალა დუდაევას მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

ალა დუდაევას მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე:"როდესაც ქვეყნის მეთაური ერმა აირჩია, ეს ადამიანი გამოხატავს ამავე ერის ნებას, წუხილს, ოცნებას. მაშინ ერი და ეს ადამიანი ერთ მთლიანობას ქმნიან. ესაა ბირთვი, გულისცემა იმ ხალხისა, საკუთარ დროსთან უნისონში. მეთაურს შეუძლია დრო შეატრიალოს წარსულისაკენ, თავისუფალ წინაპრებთან და ასევე წინ – ნათელი მომავლისაკენ. ასე მოხდა საქართველოშა, როდესაც ზვიად გამსახურდია თავის ერთან ერთად წარმოადგენდა ერთ მთლიანს, მაგრამ რუსეთს არ სჭირდება ასეთი პრეზიდენტები, უკაცრავად, რუსეთის ხელისუფლებას არ სჭირდებასაერთო კავკასიური სახლი იყო ჯოჰარისა და ზვიადის ოცნება. ჯოჰარი საქართველოში ჩავიდა ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, ყაზბეგში იყო, აზერბაიჯანშიც, გაეცნო მთელ კავკასიას და ზვიადთან ერთად აყალიბებდა საერთო-კავკასიური სახლის თემას. საოცარი იყო ზვიადისა და ჯოჰარის შეხვედრა, თითქოს თვით დროის მიერ იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის შექმნილნი, ორი თანამებრძოლი და მეგობარ და როგორც კავკასიურად იტყვიან – კუნაკები, ძმები…მინდა გითხრათ, რომ ჩეჩენი ხალხი ეთაყვანებოდა ზვიად გამსახურდიას. შეუძლებელი იყო მისით არ აღტაცებულიყავი, პირველივე დანახვისას იწვევდა აღტაცების გრძნობას. მისი ჭკუა, კეთილშობილება – ყოველივე ეს ანათებდა მის დიდ, ტრაგიკულ თვალებში. არაამვეყნიური ადამიანი იყო, კეთილშობილური და ძალიან ჰუმანური. როცა ის სიტყვით გამოდიოდა, ადამიანები ტელევიზორს ვერ წყდებოდნენ, მისი სიტყვების მოსმენისას აღტაცებას ვერ ფარავდნენ და როდესაც დევნილი გახდა, ბევრი ჩეჩენი ცდილობდა დახმარებოდა, თავიანთ სახლებში ეპატიჟებოდნენ და როდესაც დაიღუპა, ეს იყო ჩეჩენთა საყოველთაო გლოვა, დიდი ტკივილი…როდესაც ჯოჰარის ბრძანებით მისი დაკრძალვა ქრისტიანული წესით წარიმართა მუსლიმურ ქვეყანაში, ოპოზიციურად განწყობილი, პრომოსკოვური ჩეჩნები, ზურგს უკან ჩურჩულებდნენ ეს რანაირი მუსლიმობააო, კრძალავენ ქრისტიანული წესით, ქრისტიანი მღვდელი უგებს წესს, ასე ქრისტიანულ მიწაზე დაეკრძალათო. სინამდვილეში ისინი წაქეზებულნი იყვნენ, თორემ ნამდვილი მორწმუნე, ქრისტიანი თუ მუსლიმი, ამას არ იტყოდა…საკვირველი ის იყო, რომ რომის პაპმა შეიტყო ამ დაკრძალვის შესახებ (მთელ მსოფლიოში უყურებდნენ ტელევიზიით). პაპმა მაშინ განაცხადა, რომ პირველად მუსლიმურ მიწაზე, ჩეჩნეთში, ქრისტიანული ადათითა და წესით დაიკრძალა ქრისტიანი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და საკმარისია მხოლოდ ეს ფაქტი იმისთვის, რომ ჩეჩენ, მუსლიმ ხალხს დამოუკიდებლობა და თავისულება მიენიჭოსო"———————–ალა დუდაევა – დამოუკიდებელი იჩქერიის (ჩეჩნეთის) პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის (1991-1996 წწ.) მეუღლე.

Posted by ზვიად გამსახურდიას შემოქმედება on პარასკევი, 14 ივლისი, 2017

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com