ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / კავკასიის მედიის სკოლამ ფრანკფურტში მთელ მსოფლიოს გააცნო თავი

კავკასიის მედიის სკოლამ ფრანკფურტში მთელ მსოფლიოს გააცნო თავი

კავკასიის მედიის სკოლა წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე 📚

9-13 ოქტომბერი, 2018 – საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როცა ქვეყანამ, როგორც საპატიო სტუმარმა, ფრანკფურტიდან მთელ მსოფლიოს გააცნო თავი.

მე ნინო ჟიჟილაშვილი ვარ – ჟურნალისტი, რომელსაც უკვე 7 წელია, პატივი აქვს, იყოს კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი. ვაშუქებ პოლიტიკას და ძალიან ვცდილობ, მედიასა და კომუნიკაციების სფეროს ჰყავდეს პროფესიონალი, უკომპრომისო მომავალი თაობა. თუმცა ამჯერად არც პოლიტიკური ამბებით შეგაწუხებთ და არც საუნივერსიტეტო სიახლეებით. უბრალოდ, მინდა გაგიზიაროთ ის პოზიტიური ემოცია, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ამ ღონისძიების დიდი წარმატების პარალელურად, კავკასიის მედიის სკოლის ძლიერი კომუნის ხილვით მივიღე. 

წიგნის ბაზრობისა და ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიის გასაშუქებლად ფრანკფურტში ჩასულმა, სადაც მივიხედ-მოვიხედე, ყველგან “ჩვენები” დამხვდნენ – ეპიცენტრშიც და კულისებშიც. თუკი ამ ალბომის გაგრძელებას ნახავთ, უკეთესად გაგვიცნობთ  
ლევან ბერძენიშვილი კავკასიის მედიის სკოლაში მსოფლიო ლიტერატურას ასწავლის. გერმანიაში ის ლიტერატურული პროცესების ეპიცენტში იყო: ჰქონდა სამი გამოსვლა, უშუალოდ ფრანკფურტის ბაზრობაზე და ოთხი გერმანიის ქალაქებში, ბერლინისა და ჰალეს წიგნის მაღაზიების ჩათვლით. საუბრობდა ქართველ მწერლებზე და საკუთარ წიგნზე “წმინდა წყვდიადი”, რომელსაც კრიტიკამ ახალი ჟანრის ნაწარმოები — „ფილოსოფიური კომედია“ უწოდა და აღნიშნა, რომ სოლჟენიცინისა და შალამოვის პირქუში ნაწარმოებებისგან განსხვავებით, ქართველი ავტორის წიგნი დაწერილია იუმორით; რომ ესაა წიგნი გულაგის შესახებ, რომლის წაკითხვა სიცილის გარეშე შეუძლებელია. წიგნზე წერენ ფრანკფურტერ ალგემაინე, ფრანკფურტერ რუნდშაუ, ნიუ ციურხერ ცაიტუნგი, ნეოეს დოიჩლანდი, ლა სტამპა, ლავენირე და სხვები.
#frankfurtbuchmesse #CU #CSM

ბექა ადამაშვილი – კავკასიის მედიის სკოლის ჟურნალისტიკის პროგრამის პირველი კურსდამთავრებული, რეიტინგშიც უცვლელად N1 და ახლა უკვე ლექტორი. ასწავლის ახალ მედიას, მარკეტინგულ უნარებს, კარგად წერას. ბექა უნივერსალური ადამიანია, რომელსაც როცა ჰკითხავ, რა პროფესიის არის, ზუსტად ვერც გპასუხობს, რადგან თანაბარი სიძლიერითაა მწერალიც, ჟურნალისტიც, სცენარისტიც, სოციალური ქსელების მცოდნეც და კიდევ ბევრი რამ… ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ბექა მწერლის ამპლუით იყო წარმოდგენილი. ფრაგმენტები მისი წიგნიდან “ბესტსელერი” წაიკითხეს შეხვედრებზე ფრანკფურტში, დიუსელდორფში, იენაში, ბერლინში, შვეიცარიის ციოფინგენში. წაიკითხეს და კარგადაც იცინეს

 ირინა ცინცაძე – კავკასიის მედიის სკოლის ლექტორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და კომპარატიული ლინგვისტი, ინტერესთა და ექსპერტიზის ფართო სფეროთი. ჟურნალისტიკისა და პიარის პროგრამების სტუდენტებს კავკასიის მედიის სკოლაში ის ინტერკულტურულ კომუნიკაციას ასწავლის. შთამბეჭდავი ბიოგრაფიის გარდა ირინა ცინცაძეს სამეცნიერო მიმართულებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგი აქვს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თაროებზე მის გერმანულენოვან მონოგრაფიას ნახავდით: “პასივის განვითარების ტენდენციები ქართულ სალიტერატურო ენაში.”

აი, ფრაგმენტიც ერთ-ერთი გამოხმაურებიდან: დოქტორი დეტლევ პროისე -“…დღეს მივიღე თქვენი Opus Magnum. ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. არაპროფესიონალისთვისაც კი ცხადია, რა ტიტანური შრომაა ამ მონოგრაფიის საფუძველი. გულითადად გილოცავთ ამ უზარმაზარ მიღწევას და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას. შეგიძლიათ თქვენი მიღწევით იამაყოთ. ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენი დაფინანსების უფლება რომ მქონდა.”
ამ ჩანთაში ირინას საკუთარი მონოგრაფიის სასიგნალო ეგზემპლარები აქვს. კიდევ ბევრი წარმატებას მას!

თინა გელეყვა უკვე 10 წელია კავკასიის მედიის სკოლის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ლექტორია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თაროებზე თქვენ ქართულ ზღაპრებს ნახავდით ფრანგულად, შესანიშნავი ილუსტრაციებითა და 
რა თქმა უნდა, ქ-ნი თინას თარგმანით. 
რა თარგმნა? “რწყილი და ჭიანჭველა”, “მუჭანახევარა”, სულხან-საბა ორბელიანის იგავები, ვაჟა-ფშაველას “ბულბულის იუბილე” და ა.შ. 

ალომე ელბაქიძემ და თენგო ტაბატაძემ მედიის სკოლა 2 წლის წინ დაამთავრეს. ამის შემდეგ გერმანიაში წავიდნენ. დიდი გეგმები აქვთ: სწავლობენ, მუშაობენ და წინ სტაბილური სვლით მიდიან. წიგნის ბაზრობაზე ისინი Frankfurt Buchmesse-ს თანამშრომლების ამპლუით იყვნენ წარმოდგენილნი. ქართულ სტენდთან მისულ ინტერესიან აუდიტორიას სალომე და თენგო საქართველოზე უყვებოდნენ და ქართველ ავტორებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდნენ. თქვეს, რომ წიგნის ბაზრობაზე მუშაობის პერიოდი მათ გერმანულ დღიურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო.  

#მწერალი დათო გორგილაძე კავკასიის მედიის სკოლას წელს შემოგვიერთდა და სტუდენტებს ბეჭდური მედიისთვის კრეატიულად წერას ასწავლის. დათოს წიგნს – “ღმერთი სამსახურშია” ფრანკფურტიც და თარგმანებიც წინ აქვს. ქართველი გამომცემლები წერენ, რომ მისი მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია. წარმატებები მას! 
სალომე ბენიძე – მწერალი და კავკასიის მედიის სკოლის დარგობრივი პიარის ლექტორი. მისი წიგნი “ქალაქი წყალზე” გერმანულმა Aviva Verlag-მა ჯერ კიდევ შარშან გამოსცა. წელს სალომემ წიგნი ფრანკფურტის ბაზრობაზე თვითონ წარადგინა. ქართულ სტენდთან მისი წიგნის მიმართ დიდი ინტერესი იყო.

სალომე მოდებაძემ და ლევან ჟორჟოლიანმა მედიის სკოლა 6 წლის წინ ერთდროულად დაამთავრეს. ლევანი ფრანკფურტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმოადგენდა – სამინისტროში ის მედიაკომუნიკაციების სამმართველოს უფროსია. შესაბამისად, ის კურირებდა მედიაგაშუქებას, ჟურნალისტებთან კოორდინაციას, ადგილიდან მასალების მოწოდებას. სალომე კი თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია და საკუთარ უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ასწავლის წერას პიარისთვის. ფრანკფურტში ის კოორდინაციას უწევდა ლიტერატურული პრემია “საბას” გაშუქებას, ჩართული იყო “საბას” დაჯილდოების ცერემონიის მედიაკომუნიკაციის საკითხში. ამ ორმა ადამიანმა ერთ-ერთ ჟურნალისტზე, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებულად იზრუნეს 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com