ახალი ამბები
Home / Uncategorized / “იქ, სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება, შესვლა გამიჭირდება, 99%-ით ვერ და არ შევალ”

“იქ, სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება, შესვლა გამიჭირდება, 99%-ით ვერ და არ შევალ”

ნიკა მელია – იქ, სადაც ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება მოხდება, შესვლა გამიჭირდება, 99%-ით ვერ და არ შევალ”-აცხადებს ნიკა მელია გათავისუფლებაზეგადაცემა რეაქციაში.

პირველად მეძლევა შესაძლებლობა ავხსნა. მე, როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოს ჩარიცხვაზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას. ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, როდესაც ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო, შემომთავაზეს, რომ ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთ და გამოდიო. ეს, იცით რას ნიშნავდა? იმას, რომ ჩემგან ითხოვდნენ დავთანხმებულიყავი გირაოს ჩარიცხვაზეც და ამნისტიაზეც. ეს იყო კომბინაციაში, მე ოფიციალურად გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს და ეს ყველაფერი გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც. ე.ი. გირაოს ჩარიცხვასაც უნდა დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და ამ მოძალადეების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა უნდა ამეღო?! ეს იყო შემოთავაზება. ამიტომ ვიყავი მე ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი და ახლაც ვარ წინააღმდეგი“, – აცხადებს მელია.

მისი თქმით, ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც ეუბნებიან იმას, რომ გირაო რატომ არ ჩაარიცხინა და ამავე დროს, რატომ არ განაცხადა თანხმობა ამნისტიაზე. ამასთან, მისვე განმარტებით, ის დარდობს მის კოლეგა ოპოზიციაზე, რომლებიც „ხაფანგში აღმოჩნდნენ“.

მათ რა კანონპროექტი ექნებათ ინიცირებული „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის იმას, რასაც ჩათვლის საჭიროდ. ამასთან, მელიამ განმარტა, რა შემთხვევაში მიიღებს გირაოს.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარიცხინებ გირაოს, თუ გამოიწვევენ (ამნისტიას)“, – განაცხადა მელიამ

მელია აცხადებს ,რომ „პრობლემაა ის, 20 ივნისის მოძალადეების ამნისტია უფრო მეტ კრიზისს გამოიწვევს და არა კრიზის განმუხტვას“, რომელშიც ღრმად არის დარწმუნებული.

„ჩემს პოზიციას პირდაპირ გეუბნებით, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, იქ შესვლა გამიჭირდება. 99,9 % მე, იქ ვერ და არ შევალ“, – განაცხადა მელიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

საფლავებზე გასვლა 2 დან 4 მაისამდე აიკრძალა

როგორც საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცნობილია გიორგი ღიბრაძე – საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული ...