ახალი ამბები
Home / აქცია / „იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ,არ აჰყვეთ  ბიძინა ივანიშვილის  რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს“- მამუკა ხაზარაძე

„იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ,არ აჰყვეთ  ბიძინა ივანიშვილის  რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს“- მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დმფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  აქციაზე  „სირცხვილია“ სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ – „არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, ბოტებს, რომლებიც ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტლით, არ აჰყვეთ  ბიძინა ივანიშვილის  რუსეთში კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში“.

„ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე მიღწეული გვაქვს, თურმე ახლა იწყება ყველაფერი 30 წლის შემდეგ თავიდან. სანამ სული გვიდგას, სანამ ჯანი გვაქვს, სანამ ვიცით საქმე როგორ გავაკეთოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, რაც თავისუფლების გარეშე არ ხდება.

ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა „ლელო“ იმიტომ, რომ საქართველომ უნდა უარი თქვას ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაზე, დამარცხებაზე სპორტში, ფეხბურთში, სხვადასხვა სფეროში, უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი, ეს ჩვენ შეგვიძლია, იცით რატომ? ამხელა ინტელექტუალური ძალაა, ამდენი პროფესიონალი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენი ემიგრაციაა, არც ერთ ქვეყანას ჰყავს ამდენი შემოქმედი ადმიანი, მაშინ რა გვჭირს? უნდა გადავდოთ, გავხდეთ ზეპარტიულები, ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს – ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა, ბედნიერების ქვეყანა უნდა იყოს ეს ქვეყანა, ამის შანსი გვაქვს ჩვენ და ეს შანსი არის ერთი წელი, ჩვენ უნდა დავდოთ ლელო, გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში, მივუტევოთ ერთმანეთს, ამოვიღოთ ღვარძლი.

ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენ სამსახურში მიგულეთ, ამ ბიჭების სამსახურში მიგულეთ, იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, ბოტებს, რომლებიც ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტლით, არ აჰყვეთ  ბიძინა ივანიშვილის  რუსეთში,  კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com