ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იქ მოხდა 9 აპრილი, თვალი დათხარეს იქ გოგოს, მაჩალიკაშვილის ცოდვით – იქ არ გადავალ, მაგას მირჩევნია, გადავისხა ნავთი და მოვიკლა თავი და მოვკლა ჩემი შვილებიც”

„იქ მოხდა 9 აპრილი, თვალი დათხარეს იქ გოგოს, მაჩალიკაშვილის ცოდვით – იქ არ გადავალ, მაგას მირჩევნია, გადავისხა ნავთი და მოვიკლა თავი და მოვკლა ჩემი შვილებიც”

მერიის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს.

გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა:

ერთი მამალო ღირს ხუთი ლარი და ორ ლარიანი რამე არ უნდა გავყიდოთ – სიცხიანი ქალი მოვედი, წამლის ფული არა გვაქვს.

25-იდან დაშვებული იყო ვაჭრობა, დღეს გვითხრეს იქ გადადით პარლამენტთანო, რა გვინდა იქ? იქ მოხდა 9 აპრილი, თვალი დათხარეს იქ გოგოს, მაჩალიკაშვილის ცოდვით – იქ არ გადავალ, მაგას მირჩევნია, გადავისხა ნავთი და მოვიკლა თავი და მოვკლა ჩემი შვილებიც”

“იქ ჩვენ ვერ წავალთ, არ კი არა, ვერ წავალთ. მოვუსმინე ტელევიზორში, რომ კაცი ტირის და ამბობს არ მოხვიდეთ, ბავშვები არ მოიყვანოთო. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას და უყურებს პარლამენტის შენობას. მე იქ ბუშტს ვერ გავყიდი, მოვკვდები მშიერი და იმ პურის ფულს ბავშვს არ წავუღებ”

წყარო:„ალია“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...