ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი,რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო?არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად “- ვახტანგ გომელაური

„იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი,რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო?არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად “- ვახტანგ გომელაური

ამ დრომდე გრძელდება „საქართველოს ბანკის“ დამყაჩაღებლის ვინაობის დადგენაა, რისვისაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოვალეობა მძევლების გადარჩენა იყო და ამ ეტაპზე და ბანკზე თავდამსხმელის დაკავება და დასჯაა:

„პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რა თანხა წაიღო ზუგდიდში, “საქართველოს ბანკიდან“ თავდამსხმელმა.როგორც გომელაურმა აღნიშნა, გამოძიებიდან გამომდინარე ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს გამოვალ და ღიად ვიტყვი“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახენებთ, რომ 21 ოქტომბერს, დღის 1:00 წუთზე ზუგდიდში „საქართველოს ბანკს“ თავს დაესხა უცნობი შეიარაღებული პირი და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, იმავე დღეს, საღამოს დაახლოებით 8 სააზე შს სამინისტრომ ყველა მძევლები გაათავისუფლებინა, თავდამსხმელმა სამი მძევალი- მათ შორის სამგერელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელმაც სხვა მძევალი შეცვალა და მოხოვნილი ანხა 500 აასი დოლარი მიიიტანა,ყაჩაღმა თან გაიყოლა, გარკეული ლოკაციის გავლის შემდეგ გზაში ჩამოსვა და მიიმალა, მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

https://www.facebook.com/100049854966610/videos/196378972033934

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...