ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია

 

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია. სიაში 20 კაცია. ფარული კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში ორ ეტაპად ჩატარდა.

კენჭისყრის შედეგად დაგროვებული ხმების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახივლელად ნომინირებული იქნებიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია- 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი- 11 ხმით; შოთა გეწაძე – 11 ხმით; მირანდა ერემაძე – 10 ხმით; მამუკა ვასაძე – 10 ხმით; მაია ვაჩაძე – 11ხმით; თამარ ზამბახიძე- 11 ხმით; შალვა თადუმაძე- 10 ხმით; ზაზა თავაძე- 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე-10 ხმით; ლევან მიქაბერიძე – 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე- 11 ხმით; პაატა სილაგაძე- 10 ხმით; ნუგზარ სხირტლაძე – 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი – 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი- 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე- 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე- 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი – 10 ხმით – იქნება ნომინირებული პარლამენტში.

აღსანიშნავია,რომ იუსტიციის საბჭოში კენჭისყრის ორი პროცედურა ჩატარდა. უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ,რაც საბჭომ 50 კანდიდატიდან კენჭი 20 კანდიდატს ფარულად უყარა, მონაცემები იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით,ამის შემდეგ საბჭომ კიდევ ერთი კენჭისყრა ჩაატარა, სადაც საბჭოს წევრებმა ფარულად შერჩეულ 20 კანდიდატს უკვე სათითაოდ უყრეს კენჭი, სწორედ იმის გასარკვევად – უნდა წარედგინათ, თუ არა კანდიდატურა საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com