ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ის, რაც დავით-გარეჯში ხდება, ეს არის ხელისუფლების სრული უუნარობა და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა“-გიორგი ლაღიძე

„ის, რაც დავით-გარეჯში ხდება, ეს არის ხელისუფლების სრული უუნარობა და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა“-გიორგი ლაღიძე

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე  დავით-გარეჯში  აზერბაიჯანელების მიერ ყაზარმების მშენებლობის   შესახებ აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების სრული უუნარობა, მაშინ როდესაც  უკვე თვეზე მეტია  აზეირბაიჯანულ მხარეს ჩაკეტილი აქვს უდაბნოს მონასტერი და  ასევე ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზები, სადაც  ქართველებს არ უშვებენ. მათ ესეც არ იკამარეს და  დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს დამატებით ყაზარმების მშენებლობა.

„ის რაც დავით-გარეჯში ხდება ეს არის ხელისუფლების სრული უუნარობა და საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა,აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უკვე თვეზე მეტია ჩაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტერი ასევე ჩიჩხიტურთან მისასვლელი გზები და ქართველებს იქ არ უშვებენ,ასევე მათ დაიწყეს დამატებით ყაზარმების მშენებლობა დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ფერდობზე სადაც მონასტრებია განლაგებული გააკეთეს წარწერა აზერბაიჯანულ ენაზე ,,სამშობლო შენთვის სიკვდილი ჩვენთვის პატივი არისო” ფაქტიურად მათ უკვე სრული ოკუპაცია განახორციელეს,რას აკეთებს ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლება? აბსოლიტურად არაფერს,გვატყუებენ თითქოს საზღვრის დამდგენი კომისია მუშაობს და ყველაფერი სამართლიანად გადაწყდებაო,რასთან გვაქვს საქმე ღალატთან თუ არაკვალიფიციურ ქმედებასთან? ბუნებრივია ასევე საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენისას არც ერთმა არც ოცნების და არც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა არ დასვა კითხვა დავით-გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით,ფაქტი ერთია საქართველოს მოსახლეობა არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს თავის სიწმინდეებს და მიწას,ხოლო ვინც გაბედავს და ქართველი ხალხის ზურგს უკან საკუთარი გამდიდრების ან სხვა ნებისმიერი რამის ფასად ოკუპანტს გაურიგდება ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით…….“-აცხადებს გიორგი ლაღიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო

  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com