ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ისე გაიგეს თითქოს დღესვე გავდიოდი პარლამენტიდან, მარტო არ დაგტოვებთ”

“ისე გაიგეს თითქოს დღესვე გავდიოდი პარლამენტიდან, მარტო არ დაგტოვებთ”

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტიდან გასვლა არ გასვლის შესახებ და იმ პრეტენზიებზე,რომელიც მას და.მის თანაგუნდელებს გააჩნიათ.

“უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშნვა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ახალი კანონი ძალაში შევა“, მგონია, რომ ძალიან ნათლად წერია.

მე აქ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შემოსული ვარ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, დარწმუნებული ვარ თქვენს რიგებში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, რომ ეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ.

არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტალურ საკითხს, რასაც ჯანსაღი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლო ჰქვია. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ დღეს არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, არც სამართლიანი და ეს სასამართლო, ისევე როგორც მოსამართლეები, პროკურატურა გადმობარებული გყავთ წინა ხელისუფლებიდან – „ნაციონალური მოძრაობიდან“. უმეტესობა, ყველას არ ეხება. იმიტომ დაერქვა ამ მოვლენას „კლანი“ სადამართლოდან.

ვიღაცამ გუშინდელი ჩემი განცხადება ისე გაიგო, რომ, თითქოს, დღესვე გავდიოდი აქედან. არა ბატონო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, ვისაც ჩაფიქრებული გაქვთ, რომ ამ დოკუმენტს გაუწიოთ ობსტრუქცია. არ დაგტოვებთ, გავაკეთებთ ყველაფერს კანონის ფარგლებში, რომ გავაკეთოთ სრული ლუტსტრაცია იმის, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. და საქმე ორ მოვლენასთან გვაქვს – ან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, თქვენთან, შიგნით „კლანის“ მიმართ არის ანგარიშვალდებული ან ამ დოკუმენტს ეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ეს არის ევროპისგან ჩვენკენ გამოშვერილი ნდობის ხელი, ბოლო შანსი რომ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო ან თქვენ ამ დოკუმენტს უკეთებს ობსტრუქციას და ატარებთ ჩვენი მტრის ინტერესებს. სხვა ვარიანტი ამის ახსნის არ არსებობს.

9 წელია ამ ხელისუფლებაში ხართ და ეს 9 წელი გვახსენებთ წინა ცხრა წელს, როგორ დავიჯერო, რომ 9 წლის განმავლობაში 2 თვე არ გაქვთ იმისთვის, რომ ახალი კანონი მივიღოთ?! გეჩქარებათ! მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ ხიდები უნდა ავაშენოთ. ეს არ არის ხიდი, თქვენ წვავთ ხიდს, იმ მთავარ ხიდს, რომელმაც უნდა დაგვაკავშიროს ევროატლანტიკურ სივრცესთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბათუმში კორპუსის ნგრევა სავარაუდოდ აფეთქებას მოჰყვა

თვითმხილველები ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნგრევა, ...