ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ დარჩეს“

„ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ დარჩეს“

„იმ გადაცემაში ბოლოში მოვაწერე ხელი და ერთი წინადადება ვთქვი: „ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!“ ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვისაც კუჭისგვრემა და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ – არ შევალთო და ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაცა და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ. შეიძლება, რომ ვიღაც შევიდეს, მაგრამ შეიძლება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შევა. მე უფრო მგონია, რომ „ქართული ოცნება“ მუშაობს ინდივიდუალურად და არა პარტიებზე. ინდივიდუალურად მუშაობს, რომ შეათრიოს პარლამენტში, მაგრამ მგონია, რომ არ გამოუვა იმიტომ, რომ ახლა ასე „შტრეიკბრეხერობა“ ნებისმიერი ადამიანისგან, ეს იქნება შტრეიკბრეხერობა და ის თავის პოლიტიკურ ცხოვრებას დაასრულებს, მაგრამ ერთი სათუო ამბავი არის – ყველას აქვს სურვილი პოლიტიკური კარიერისთვის? ზოგი სხვა მოტივაციით არის, მაგალითად იყოს დაცული, გარანტირებული, ჰქონდეს იმუნიტეტი, ხელფასი, ოჯახის წევრებმა დაინახონ ტელევიზორში და მიესალმოს შვილებს, შვილისშვილებს“-ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა

„რაც შეეხება „დარტანიანს“, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა. ეს არ ...