ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირღვევა თუ არა კომენდატის საათი და რამდენად სწორად იწერება ჯარიმები?

ირღვევა თუ არა კომენდატის საათი და რამდენად სწორად იწერება ჯარიმები?

გაიზარდა უკანონო ჯარიმების რაოდენობა ე.წ კომენატის საათის დროს, ამსი შესახებ გთავაზობთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია „საქართველო“-ს თავმჯდომარის გიორგი ლილუაშვილის და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფატი კიპაროიძის განცხადება

„ქვეყანაში არსებულ ეგრე წოდებულ კომენდატის საათის დარღვევის გამო, უკანონოდ გამოწერილი ჯარიმების შესახებ! ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მე-10 პრიმა მუხლის მიხედვით იზოლაციის ანდა/და კარანტინის წესის დარღვევად ითვლება (საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესხებ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ანდა კარანტინის წესის დარღვევა. საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ მე-3 მუხლის თანახმად: 1. ლ. ქვეპუნქტის მიხედვით იზოლაცია არის ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან, დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში ისეთ ადგილას ანდა ისეთ პირობებში რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას. 2. მ. ქვეპუნქტის მიხედვით კი საკარანტინო ღონისძიებებია: ღონისძიებათა ერთობლიობა რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ რომელიც არ არის ავად მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. ამავე კანონის მე-11 მუხლი განმარტავს იზოლაციისა და კარანტინის წესს. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული სახდელი რაც გათვალისწინებულია ასკ 42 მე10 პრიმა მუხლით შეიძლება დაედოს მხოლოდ იმ პირს რომელიც იმყოფება იზოლაციაში, ან კარანტინში და დაარღვია ასეთ პირტათვის დადგენილი წესი. ესეიგი: 1. იზოლაციის შემთხვევაში აუცილებელია დაჯარიმებული პირი იყოს ავადმყოფი ან ინფიცირებული; 2. კარანტინის წესის დარღვევად ითვლება, როდესაც პირი მარტალია არარის ავად მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საკარანტინო ზონაში, (ასეთ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ მაგალითად საზღვარგარეთიდან შემოსულ პირთათვის დადგენილი წესი ან ეგრედ წოდებული კლასტერის წესის დარღვევა) ანდა ქვეყნის მაშტაბით ან მის კონკრეტულ რეგიონზე დადგენილი უნდა იყოს საკარანტინო წესები სხვა შემთხვევაში დაჯარიმება უკანონოა. მოქალაქეებისათვის გარკვეული უნდა იყოს თუ რისთვის აჯარიმებენ მას კონკრეტულ შემთხვევაში დღეს ქვეყანაში მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 21-00 სთ-დან დილის 5-00 სთ-მდე და ამ ყოველივეს პირობითად უწოდებენ კომენდატის საათს. თუმცა ასკ კოდექსით არაა დადგენილი კომებდატის საათის დარღვევისათვის საჯარიმო სანქცია. 2000 ლარიანი საჯარიმო ქვითრები რომლებსაც მოქალაქეებს უწერენ შეზღუდული გადაადგილების დარღვევის გამო არ ჯდება არცერთ სამართლებრივ ნორმაში. ამდენად ვიდრე არ დარეგულირდება საკანონმდებლო ბაზა ყველა საჯარიმო ქვითარი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ანალოგიური კანონის დარღვევით ხდებოდა და ხდება ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების გამო მოქალაქეების დაჯარიმება, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის და მოქალაქეთა აქტიურობის შედეგად 2021 წლის 18 თებერვალს ასკ 42 -ე 11 პრიმა მუხლში შეტანილი იქნა ცვლილებები და განისაზღვრა ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისათვის საჯარიმო სანქცია. შესაბამისად სახელმწიფომ ფაქტიურად აღიარა სშსს თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმების უკანონობა და ვალდებულია გააუქმოს ყველა უკანონოდ გამოწერილი ჯარიმა!

თუმცა აღნიშნული კანონი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენონ როდესაც სახელმწიფო ოფიციალურად, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ინსტიტუების მეშვეობით გამოაცხადებს პანდემიას ან/და ეპიდემიას. რაც დღემდე ჩვენს ქვეყანაში არაა გამოცხადებული.

იგივე საკანონმდებლო პრობლემებია კერძო კომპანიების მიმართაც, სარესტორნო თუ სასტუმრო, ტურისტულ, სამეწარმეო და სავაჭრო ბიზნესთან მიმართებაშიც, ამიტომ ყველა ჯარიმა უკანონოა და მისი გამომწერი „სამართალდამცავები“ ჩადიან დანაშაულს! საკონტაქტო ტელეფონი უფასო კონსულტაციისათვის“- აცხადებს გიორგი ლილუაშვილი. 557573880

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, გაიზრდება დასაქმება“-ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქვეყანაში 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა, რაც ...