ახალი ამბები
Home / აქცია / ირმა ინაშვილი:„15 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით! ნუ დარჩებით სახლში – შემოგვიერთდით!“

ირმა ინაშვილი:„15 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით! ნუ დარჩებით სახლში – შემოგვიერთდით!“

 

 

„15 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით!
 ნუ დარჩებით სახლში – შემოგვიერთდით!
— “რა არის დღეს კოჰაბიტაცია?! ეს არის ადამიანი, დამნაშავე რომელიც არ დაისაჯა და დღეს, ეს არის ადამიანი და დამნაშავე, რომელმაც უკვე დაიკავა მაღალი თანამდებობა!
ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში?! მებრძოლი ადამიანები-ძალიან ცოტა! დემორალიზებული და შეშინებული ადამიანები- ძალიან ბევრი! მაგრამ: სააკაშვილ-ბოკერიას მომხრეები – ესენიც ძალიამ ბევრნი არიან დღეს ხელისუფლებაში!
რას აპირებენ დღეს სააკაშვილ-ბოკერიები?! სააკაშვილ-ბოკერიები დღეს აპირებენ რევოლუციას! განაახლეს „კმარა“, განაახლეს „თავისუფლების ინსტიტუტი“, შექმნეს რაღაც ახალი ორგანიზაცია, კიდევ სხვა ორგანიზაციებს ქმნიან, წვრთნიან სტუდენტებს, ასწავლიან, რომ მიდი, შენ უნდა აიღო ხელისუფლება ხელში!” – დავით თარხან-მოურავი
 — „მინდა მივმართო ახალგაზრდებს, სტუდენტებს! ნუ ენდობით სააკაშვილებს და ბოკერიებს! მათთვის ახალგაზრდაც და მოხუციც მხოლოდ ფარია! ისინი თქვენ ისევე გაგწირავენ, როგორც თავის დროზე გაწირეს კოდორი და ახალგორი! ვეუბნები ამერიკას და ევროპას: ნუ მფარველობთ სააკაშვილს და ბოკერიებს! მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს! იყავით ქართველი ხალხის გვერდით! მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ! მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოყვება საქართველოს სრული დაშლა! ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა! ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა! ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან!
ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები!
8 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლეში!”- ირმა ინაშვილი.

www.facebook.com/messages/t/KetiVadach

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com